ხშირად დასმული კითხვები
რომელი არხით შეიძლება ავიღო Express კრედიტი?
Express კრედიტის ასაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − esesxi.ge, მობრძანდით Express Bank-ის სერვისცენტრებში ან ისარგებლეთ Express Bank-ის გადახდის აპარატით.
Express კრედიტის სარგებლობისთვის საჭიროა თუ არა მქონდეს ბარათი?
დიახ, Express კრედიტით სარგებლობისათვის აუცილებელია გქონდეთ Express Card-ი ან საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათი.
რა ვადით შემიძლია Express კრედიტის აღება?
კრედიტის მაქსიმალური ვადაა 12 თვე. ნებისმიერ დროს შესაძლებელია უპროცენტოდ დაფარვა. (წინსწრებით)
როგორია Express კრედიტის მიღების პროცესი?
Express კრედიტის ასაღებად:
  • გვეწვიეთ ვებგვერდზე − esesxi.ge; მიუთითეთ სასურველი თანხა, დააჭირეთ ღილაკ „სესხის მოთხოვნას“ და კრედიტის მისაღებად მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას.
  • მობრძანდით ჩვენს სერვისცენტრში, სადაც მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაააქტიურებთ კრედიტს და თქვენთვის საჭირო თანხას მომენტალურად მიიღებთ;
  • ისარგებლეთ Express Bank-ის გადახდის აპარატით, ეკრანზე აირჩიეთ ღილაკი „Express კრედიტი“, მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციას და კრედიტის მისაღებად საბოლოოდ დააჭირეთ „თანხმობას“;
Express კრედიტის გააქტიურებიდან რამდენ ხანში ირიცხება თანხა?
Express კრედიტის გააქტიურებიდან თანხა მომენტალურად დაგერიცხებათ თქვენს Express Card-ზე ან საქართველოს ბანკის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე.
თუ არ მაქვს Express Card-ი, როგორ ავიღო Express კრედიტი?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ Express Card-ი, კრედიტის გააქტიურებას და თანხის გატანას ვერ შეძლებთ, თუმცა აქტიური შეთავაზება შესაძლებელია გქონდეთ. Express კრედიტის გასააქტიურებლად აუცილებელია აიღოთ Express Card-ი რომელიც თქვენ გადმოგეცემათ უფასოდ, 5 წუთში, იმავე დღეს!
Express კრედიტის ასაღებად რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
Express კრედიტით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლის ასაკი აღემატება 20 წელს. ამავდროულად, აღნიშნული პირი უნდა იყოს გადახდისუნარიანი - რომლის მინიმალური შემოსავალია 200 ლარი.
რა საბუთი მჭირდება Express კრედიტის ასაღებად?
Express კრედიტის ასაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.
რატომ გადამამისამართა ვებგვერდმა სერვისცენტრში?
სერვისცენტრში გადამისამართება ხდება იმ შემთხვევაში თუ - Express კრედიტი ვერ გაგიაქტიურდათ, რისთვისაც საჭიროა ბანკს მიაწოდოთ დამატებითი დოკუმენტაცია.
როგორ გავიგო, რომ Express კრედიტი არ დამიმტკიცდა?
ზემოხსენებულის შესახებ პირადი ინფორმაციის მითითებისა და იდენტიფიკაციის შემდეგ გაიგებთ.
თუ ბანკში ჩემი ტელეფონის ნომერი მითითებულია არასწორად?
მობილური ტელეფონის ნომრის ჩასწორება შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტბანკის (eonline.ge) საშუალებით ან მობრძანდით ჩვენს სერვისცენტრში.
როგორ უნდა დაიფაროს Express კრედიტი?
Express კრედიტის დაფარვა ძალიან მარტივია − საკომისიოს თვეში ერთხელ თქვენთვის სასურველი არხით (სერვისცენტრში, Express Bank-ის გადახდის აპარატით, ინტერნეტბანკით ან მობილბანკით) გადაიხდით, კრედიტს სრულად ჩვენს სერვისცენტრში დაფარავთ.
რა შემთხვევაში შეიძლება მქონდეს განსხვავებული სესხის შეთავაზება?
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გეკუთვნით მოთხოვნილ ლიმიტზე მეტი ოდენობის თანხა, ბანკმა შესაძლებელია გაგიკეთოთ განსხვავებული შეთავაზება, რომლის გააქტიურებაც შეგიძლიათ ვებგვერდიდან.